სუს-ის პრესსპიკერის განცხადებით, ახმედ ჩატაევი 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დრო იქნა ლიკვიდირებული

სუს-ის პრესსპიკერის, ნინო გიორგობიანის, განცხადებით, წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევი 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დრო იქნა ლიკვიდირებული

859457
სუს-ის პრესსპიკერის განცხადებით, ახმედ ჩატაევი 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დრო იქნა ლიკვიდირებული

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელში სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი, ტერორგანიზაცია დეაშის წევრი, ახმედ ჩატაევი მოკლულია.

სუს-ის პრესსპიკერის, ნინო გიორგობიანის, განცხადებით, წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევი 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დრო იქნა ლიკვიდირებული.

„ამერიკელ კოლეგებთან ერთად წარმოებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოკლულებიდან ერთ-ერთი ჩატაევია.“ -აღნიშნა გიორგობიანმა.

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ტერაქტის ორგანიზატორი, გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენი ტერორისტი ახმედ ჩატაევი, მეტსახელად „ცალხელა“ იყო.

2016 წლის 28 ივნისს მომხდარ ტერაქტს 45 ადამიანი ემსხვერპლა, 236 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები