მიწისძვრა ირანში

ირანის აღმოსავლეთში მდებარე კირმანის პროვინციაში დღეს დილით მომხდარი 6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა

859534
მიწისძვრა ირანში

ირანის აღმოსავლეთში მდებარე კირმანის პროვინციაში დღეს დილით მომხდარი 6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა და ბოლო 6 საათის განმავლობაში 53 ბიძგი დაფიქსირდა.

ირანის სასწრაფო დახმარების ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მიწისძვრით დაზარალებულებს ელოდება, ბიძგების გამო ცივ ამინდში სახლებში ვერ შესვლაა.

ირანის საინფორმაციო სააგენტო „ისნა“-ს თანახმად, მიწისძვრის გამო რეგიონში 14  სოფელმა დიდი ზიანი განიცადა და მიწისძვრის ზონებში დახმარების ჯგუფები გაიგზავნა.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს ცნობით, დღეს დილით ადგილობრივი დროით 06:02 საათზე კერმანის პროვინციაში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ცენტრის თანახმად, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი კირმანის ჩრდილო-აღმოსავლეთში 58 კილომეტრის  დაშორებით მიწის სიღრმეში 10 კილომეტრზე მდებარეობდა.  


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები