ესადის რეჟიმი სამოქალაქოების “კაცთაკვლას“ აგრძელებს

აღმოსავლეთ გუტაში მათ თავდასხმას 25 სამოქალაქო ემსხვერპლა

855686
ესადის რეჟიმი სამოქალაქოების “კაცთაკვლას“ აგრძელებს

სირიიდან მიღებული ცნობებით, ესადის რეჟიმის ძალებმა დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთში მდებარე გუტას რაიონში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 25 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

ესადის რეჟიმი ხსენებულ რაიონს 14 ნოემბრის აქეთ სისტემატურად ბომბავს და დაღუპული სამოქალაქოების რაოდენობამ 100 კაცს გადააჭარბა.

5 წელზე მეტია რაც დამასკოს აღმოსავლეთში მდებარე გუტას რაიონი ესადის რეჟიმის ძალების მხრიდანაა ალყაშემორტყმული და აქ მცხოვრები დაახლოებით 400 ათასი ადამიანი სიღარიბეს, შიმშილსა და გაჭირვებას ებრძვის.



მსგავსი ინფორმაციები