თურქეთ-ერაყი, ნავთობის გადაზიდვა

თურქმა და ერაყელმა უფლებამოსილებმა განიხილეს ქერქუქიდან ჯეიხანის პორტში ნავთობის გადაზიდვა

849653
თურქეთ-ერაყი, ნავთობის გადაზიდვა

თურქმა და ერაყელმა უფლებამოსილებმა განიხილეს ქერქუქიდან ჯეიხანის პორტში ნავთობის გადაზიდვა.

ერაყის ნავთობის სამინისტროს პრესსპიკერის ასიმ ჯიჰადის განცხადებით, დედაქალაქ ბაღდადში, ერაყის ნავთობის მარკეტინგის კომპანიაში (SOMO),   თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს ტექნიკური დელეგაციასთან ჩაატარეს შეხვედრა ნავთობის სფეროში საერთო საკითხების ირგვლივ.

ჯიჰადმა წერილობით განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის წარმომადგენლობასთან განხილვის საკითხებს შორის უპირველესს წარმოადგენს ქერქუქიდან, ჯეიხანის პორტში ნავთობის გადაზიდვა. ასევე შეფასება მიეცა ამ პროცესში არსებულ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ბარიერებს. ჯიჰადის თქმით,  მოლაპარაკებები გაგრძელდება უახლოეს დღეებში თურქეთში ჩატარებული შეხვედრებით.



მსგავსი ინფორმაციები