თეირანში სამმხრივი სამიტი გაიმართა

თეირანში სამმხრივი სამიტი გაიმართა

839118
თეირანში სამმხრივი სამიტი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის მონაწილოებით სამმხრივი სამიტი ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართა. სამიტის ფარგლებში თეირანში ჩასულმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა ირანის სულიერ ლიდერთან აიათულლა ალი ხამენეის  და პრეზიდენტ ჰასან რუჰანის  ცალ-ცალკე შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ რუჰანიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სირიის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა ამ ქვეყანაში ბოლო ტერორისტის გაუვნებელყოფამდე გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი თეირანის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია რა, რუსეთი, ირანის ბირთვული ხელშეკრულების დაცვაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია. სამიტზე ჩასულმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმაც აღნიშნეს, რომ ირანი მათი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. პუტინმა განცხადების დროს ასევე ალიევის თეირანში ჩასვლის გამო დიდი კმაყოფილება გამოთქვა. ალიევმა კი პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა ყოველთვის დადებითი შედეგებით სრულდება. ალიევმა ასევე სამმხრივი სამიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სამიტი სამი ქვეყნის ლიდერების მხრიდან ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერით დასრულდა. ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ რუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანის დეკლარაცია, ბაქოში მიღებული გადაწყვეტილების გამგრძელებელია. მან ასევე სამი ქვეყნის ნავთობის და ბუნებრივი აირის  სიმდიდრეზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ერთობლივი მუშაობით სამივე ქვეყნის ეკონომიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი. ლიდერებმა სამიტზე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებთან ერთად ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, მშენებლობის და ეკონომიკის თვალსაზრისით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები