ისრაელი, თავდასხმა თავდაცვის მინისტრზე

ჰარედი ებრაელების მონახულების მიზნით დასავლეთ იერუსალიმში მყოფ თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის კოლონაზე თავდასხმა განხორციელდა

ისრაელი, თავდასხმა თავდაცვის მინისტრზე

ისრაელში, ჰარედი ებრაელების მონახულების მიზნით დასავლეთ იერუსალიმში მყოფ თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის კოლონაზე თავდასხმა განხორციელდა.  კოლონა დაუზარალებლად იქნა გაყვანილი შემთხვევის ადგილიდან.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, მორწმუნე ებრაელებმა, მინისტრის კოლონაზე თავდასხმა განახორციელეს ქვებით და სხვადასხვა მეტალებით, კოლონის დასავლეთ იერუსალიმის მეა შეარიმის დასახლებიდან გასვლისას. პოლიციამ დაშალა ჰარედების დაჯგუფება. პოლიციას და ჰარედებს შორის კონფლიქტში თავში დაიჭრა ახალგაზრდა გოგონა.  ისრაელის მოსახლეობის 10 %-ს შეადგენენ ულტრა მართლმადიდებელი ჰარედი ებრაელები. ისინი ყურადღებას იქცევენ შავი ტანისამოსით და ყურის ძირას თმების გრძელი ვარცხნილობით.  ჰარედი ებრაელები გამოირჩევიან საზოგადოების სხვა სეგმენტებთან ინტეგრაციის პრობლემითაც.  

ძირითადად იერუსალიმსა და ქალაქ ბნეი-ბრაკში დასახლებული ჰარედების უმრავლესობა, იმ მოტივით რომ ვერ მოახდენენ რელიგიური მოვალეობის შესრულებას, უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურში წასვლაზე, რომელიც ქალებისთვის ორ წელიწად ნახევარი, მამაკაცებისთვის კი სამი წელი სავალდებულოდ ითვლება. ამის გამო ჰარედებსა და პოლიციას შორის ხშირად აქვს ადგილი კონფლიქტებს. ისრაელში, ჰარედები თავს ესხმიან ჯარში წასვლის მოსურნეებზეც. ჰარედები არ იზიარებენ საერთო განათლების სისტემას და დადიან რელიგიური განათლების მიმცემ სკოლებში.



მსგავსი ინფორმაციები