საქართველოს საგარეო უწყებამ აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე განცხადება გაავრცელა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე განცხადება გაავრცელა

785798
საქართველოს საგარეო უწყებამ აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე განცხადება გაავრცელა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომიდან 9 წლის გასვლის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ოკუპაციის პოლიტიკას აგრძელებს და არ ემორჩილება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას.“-ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებით და ამგვარი უკანონო ქმედებებით სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრძელებს.

სამინისტროს განცხადებაში, ნათქვამია რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ირღვევა ადამიანის უფლებები, აქ მცხოვრები ქართველები ზეწოლის ქვეშ არიან, აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლება გაუქმდა და  მომავალი სასწავლო წლიდან ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებშიც იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლება.

საქართველოს მთავრობა რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის მიუხედავად ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას, დიპლომატიას და პრობლემის მშვიდობიანი გზებით მოგავარებისათვის საერთაშორისო პარტნიორებს სათანადო მცდელობების გამოჩენისაკენ მოუწოდებს.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“



მსგავსი ინფორმაციები