დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ სირიის ანგარიში გამოაქვეყნა

“იეზიდებზე ყოველდღიურად ძალადობა ხდება“

783981
დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ სირიის ანგარიში გამოაქვეყნა

გაერო-ს ფარგლებში მოქმედმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ სირიის მორიგი ანგარიში  გამოაქვეყნა და მასში ყურადღება გაამახვილა რა DEAŞ-ის ტყვეობაში მყოფი იეზიდების მდგომარეობაზე, აღნიშნა, რომ ყოველდღიურად სირიაში 3 ათასამდე იეზიდი ქალი და მცირეწლოვანი გოგონები ტერ ორგანიზაცია დეაშის ზეწოლის, წამების, ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. “იეზიდებზე 3 წლის წინ დაწყებული ძალადობა გრძელდება. დღემდე დაკარგულად ითვლება ათასობით იეზიდი და ამიტომ ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლ მხარეებს მოვუწოდებთ, დეაშის ტყვეობაში მყოფი იეზიდების გამოსახსნელად მცდელობები არ დაიშურონ“, ხაზგასმულია  საგამოძიებო კომისიის ანგარიშში



მსგავსი ინფორმაციები