მუქდედა ეს-სადრიმ მესჯიდი აქსასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

მუქდედა ეს-სადრიმ მესჯიდი აქსასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

776410
მუქდედა ეს-სადრიმ მესჯიდი  აქსასთან  დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ერაყელ შიიტთა ლიდერმა,  მუქდედა ეს-სადრიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებით, ისრაელის მხრიდან მესჯიდი აქსასთან მიმართებაში განხორციელებული დარღვევები შეაფასა აღნიშნავს, რომ მომხდარის დაგმობა საკმარისი არ არის, შესაბამისი დამოკიდებულებაა საჭირო. „საყვარელი აქსასთვის წინააღმდეგობის გამწევებს მივესალმები. დღეს მომხდარის დაგმობა საკმარისი არ არის, არამედ შესაბამისი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო,“ ნათქვამია მუქდედა ეს-სადრის განცხადებაში. ისრაელის მხრიდან მესჯიდი აქსას მიმართ განხორციელებული ქმედებებს ერაყის პარლამენტის თავჯდომარე, სელიმ ელ-ჯუბურიც გამოეხმაურა და პალესტინის მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადა. ისრაელის პოლიციამ მესჯიდი აქსაში 14 ივლისს თავდასხმის ბრალდებით, სამი პალესტინელი მოკლა, მომხდარი შეტაკებების დროს  დაშავებული ორი ისრაელის პოლიციელი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ მოვლენების შემდეგ, გასული კვირის პარასკევ დღეს, პარასკევის ლოცვის შემდეგ მომხდარი შეტაკების დროს სამი პალესტინელი კიდევ დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები