ამერიკას აშფოთებს ქურთების დამოუკიდებლობა

“ერაყის პრიორიტეტს მისი დეაშელებისგან მთლიანი გაწმენდა წარმოადგენს“

773471
ამერიკას აშფოთებს ქურთების დამოუკიდებლობა

აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ერაყში, ჟან კუბისთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ წერილობითი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მათ ძირითადად განიხილეს მოსულის დეაშელებისგან განთავისუფლების შემდეგ ქალაქში შექმნილი მდგომარეობა და ადგილობრივი მცხოვრებლების უკან დაბრუნების საკითხები.

“ჩვენ შევეხეთ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის ხელმძღვანელობის მხრიდან სექტემბრის თვისათვის დანიშნული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის საკითხიც და აღვნიშნეთ, რომ ჯერ ჯერობით ერაყისათვის პრიორიტეტულს, ტერორისტებისგან მისი გაწმენდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაბილურობის აღდგენა წარმოადგენს, ამიტომაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მხოლოდ ერაყულ ძალთა ყურადღებას დაფანტავს, რაც შეშფოთების საფუძველს გვაძლევს“, განაცხადა ჰეილიმ.

როგორც ცნობილია,  ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერმა მესუთ ბარზანიმ, 7 ივნისს ერბილში გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ რეგიონის პარლამენტმა დაამტკიცა და მხარი დაუჭირა მათ წინადადებას, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ამ რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას



მსგავსი ინფორმაციები