თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 28/ 2017

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  ორგანიზაცია

770840
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 28/ 2017

         თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 28/ 2017

 შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  ორგანიზაცია

რამდენიმე ხნის წინ, სტამბოლში შეიკრიბა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭო  (BSEC) . ამ კვირის პროგრამაში გავაანალიზებთ ორგანიზაციას  და მის ზეგავლენას რეგიონზე.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 36-ე სხდომა გაიმართა მიმდინარე წლის 29 ივნისს სტამბოლში. ორგანიზაციის წევრების აზრთა გაზიარება მოხდა, რეგიონში უკანასკნელ დროს განვითარებული მოვლენების და  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  ორგანიზაციის  (BSEC) პრობლემების უფრო რადიკალურად გადაჭრის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

 სხდომის დასასრულს ჩატარდა თურქეთის რესპუბლიკას და უკრაინას შორის ორგანიზაციის, იგივე BSEC-ის თანა თავჯდომარეობის გადაბარების ცერემონია.

უკრაინის მხრიდან, ორგანიზაციის მორიგი თანა თავჯდომარეობა წარიმართება, 1 ივლისიდან 1 დეკემბრამდე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის განცხადებით, მათი თანა თავჯდომარეობის პერიოდში და  უსაფრთხოების კრიზისის პირობებში, დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.

      როგორც მოგეხსენებათ, თურქეთმა ორგანიზაციას თავჯდომარეობა გაუწია 2017 წლის პირველ ნახევარში. კლიმკინმა ყურადღება გაამახვილა  “მდგრადი განვითარებისთვის პარტნიორობის გაძლიერებაზე”.

  2017 წლის 22 მაისს, სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რ.თ. ერდოღანის თავჯდომარეობით ჩატარდა BSEC-ის დაფუძნების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამმიტი.

თურქეთის თანა თავჯდომარეობის პროგრამაში მნიშვნელოვან საკითხთა შორის ითვლებოდა BSEC-ის ეკონომიკის მინისტრების სამიტი, რომელიც ჩატარდა სტამბოლში 11 მაისს, ორგანიზაციის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა კი, ჩატარდა კვლავ სტამბოლში, 16-17 მაისს.

    შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  ორგანიზაცია მოითხოვს, ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა პოტენციალების, გეოგრაფიული სიახლოვის, ეკონომიკური თავისებურებების გამოყენებით მოახდინონ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალური ურთიერთობების დივერსიფიკაცია და განვითარება.

  ასე, რომ ორგანიზაცია მიზნად ისახავს შავი ზღვის ეკონომიკურ აუზში მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის დამყარებას.

 ამ მიზნისთვის მისაღწევ ძირითად ინსტრუმენტად კი, ითვლება ეკონომიკური თანამშრომლობა.

თავდაპირველად, ორგანიზაციის მიზანი იყო შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის დაწესება ეტაპობრივად, მაგრამ შემდეგში ჩატარებულ სხდომებზე კი, ორგანიზაციის მიზანს შეფასება მიეცა ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში.

BSEC-ის დამფუძნებელი წევრები არიან:- თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, ბულგარეთი და რუმინეთი.

მოგვიანებით კი, ორგანიზაციაში გაერთიანდნენ ალბანეთი, სერბეთი და საბერძნეთი.

 შავი ზღვის რეგიონი, თურქეთის საგარეო პოლიტიკის დაინტერესებული რეგიონებიდან, კავკასიას და ბალკანეთს შორის ხიდის დანიშნულებას ატარებს.

რეგიონი, მიმდებარე ქვეყნებისთვის დიდ მნიშვნელოვანს წარმოადგენს. შავი ზღვის რეგიონისადმი, რომელიც თურქეთის ერთ ნაწილად ითვლება, საერთაშორისო ინტერესი, ყოველდღიურად იზრდება. თურქეთი, პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩაბმული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის BSEC-ის ღონისძიებებში და მასპინძლობას უწევს მის სამდივნოს. გარდა ამისა, ორგანიზაციის ფარგლებში, ცდილობს კონკრეტული თანამშრომლობის პროექტების ცხოვრებაში გატარებას და მუშაობს BSEC-ის გავლენიანობის გაზრდაზე.

      BSEC-ი, გენერალური მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას ყოველთვის თურქეთს უთმობს. 2015 წლის ივნისიდან მოყოლებული, ამ სამუშაოს უძღვება პენსიონერი ელჩი თაჰსინ ბურჯუოღლი.

BSEC-ის ერთადერთი და ძირითადი, კონსესუსის გზით  გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება. წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების წარმომადგენელი და მათი სახელით მოქმედი უმაღლესი დონის პერსონალთა კომიტეტის მთავარი ამოცანაა საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებების და რჩევების უზრუნველყოფა და საბჭოსთვის რეკომენდაციების მიცემა.

 შავი ზღვის წრიული მაგისტრალი (BSRH), რომლის მშენებლობაც 2011 წელში დაიწყო და დასრულება გათვალისწინებულია 2020 წელში, შედის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს შორის.   პროექტის ფარგლებში, თურქეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მშენებლობა დასრულდა დაახლოებით 10 წლის წინ.  რუსეთის ნაწილის დასრულება კი, მოხდა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინ.

      შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია BSEC-ი, ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბულობის მსგავს პერიოდში, თურქეთისთვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატივად ითვლება. მართალია, ეკონომიკური სიდიდის მნიშვნელობით, BSEC-ი ჯერ არ არის ევროკავშირთან შედარების პოზიციაზე, მაგრამ დაფუძნებიდან დღემდე, დაახლოებით 25 წელია მან შესძლო ევროკავშირის მოდელის ეფექტიანი სტრუქტურის განვითარება.

 დღეს შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოებს შორის არსებობს რიგი პოლიტიკური და სამხედრო პრობლემები, მაგრამ ორგანიზაციის ამ პრობლემებში ჩაურევლად, შესაძლებელია ნაყოფიერი მუშაობის წარმართვა. შესაძლებელია პრობლემის მოსაგვარებლად BSEC-ის ეფექტურ ინსტრუმენტად გადაქცევა.   ამისათვის საჭიროა მანკიერი პოლიტიკური დებატების გარეშე, სხვაობებზე კი არა, პარტნიორობაზე ფოკუსირებით სამუშაოების წარმართვა. ფაქტიურად, სწორედ ამას ისახავდა მიზნად თურქეთი, თანა თავჯდომარეობის პერიოდში.

      მშვიდობის და სტაბილურობის პირველადი პირობაა ვაჭრობის და ინვესტიციის ჯანსაღ ნიადაგზე წარმართვა. ამიტომაც, წევრი ქვეყნების  საერთო მიზანი უნდა იყოს შავი ზღვის გეოგრაფიაზე მშვიდობის, სტაბილურობის და ხალხის კეთილდღეობის განვითარება.

ეს გახლდათ ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

 



მსგავსი ინფორმაციები