კვიპროსის კონფერენციაზე დღეს მე-9 დღე იწყება

მასში გუტიერესიც მიიღებს მონაწილეობას

765556
კვიპროსის კონფერენციაზე დღეს მე-9 დღე იწყება

შვეიცარიის ქალაქ გრანს მონტანაში წუხელ გვიანობამდის გრძელდებოდა კვიპროსის საერთაშორისო კონფერენცია და მისი დასრულების კვალდაკვალ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერმა მუსტაფა აქინჩიმ თურქი და ბერძენი ჟურნალისტებისათვის პრეს კონფერენცია გამართა და თქვა, რომ ხვალ, ე.ი. დღეს, ჯერ ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, შემდეგ გარანტიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ხუთეულის შეკრებაც შესდგება.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეკრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესიც, ნაყოფიერი და გადამწყვეტი იქნება.

“სამხრეთ კვიპროსმა ამ კონფერენციაზე ვითომც ახალი წინადადებები წამოაყენა, მაგრამ, მათი შინაარსი ძველებისგან არაფრით განსხვავდება, ამიტომაც სამწუხაროდ, მათი მიღება ჩვენი მხრიდან კვლავ შეუძლებელია, რადგან, ისინი ხელჰყოფენ კუნძულზე მცხოვრები თურქების უფლებებს, ხოლო მის საწინააღმდეგოდ თურქეთმა და ჩვენ, როგორც ყოველთვის, მეტად მისაღები და კონსტრუქციული წინადადებები წამოვაყენეთ“, განაცხადა აქინჩიმ და იქვე შეშფოთება გამოთქვა ბერძნული მხარის მიერ საიდუმლო ინფორმაციების გამჟღავნების მიმართ, რომელთა შინაარს თურქული მხარე პრესით ეცნობა.

გვიან ღამით გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კვიპროსში, ესპენ ბარტ ეიდემაც გაცხადება გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ სხდომაში გუტიერესის მონაწილეობა პოზიტიურ ატმოსფეროს შეიტანს მასში.

სხვათა შორის გრანს მონტანაში კონფერენცია 8 დღეა რაც გრძელდება და გუშინ მეორედ ჩავიდა  აქ როგორც დამკვირვებელი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი და კონფერენციის მონაწილეებთან   ორმხრივი შეხვედრები გამართა

 



მსგავსი ინფორმაციები