მოსული რამდენიმე დღეში DEAŞ-ისგან გათავისუფლდება

მოსული რამდენიმე დღეში DEAŞ-ისგან გათავისუფლდება

758232
მოსული რამდენიმე დღეში  DEAŞ-ისგან გათავისუფლდება

ერაყის პრემიერმინისტრმა, ჰაიდარ ელ-იბადიმ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ქალაქ მოსულს ტერ ორგანიზაცია დეაშისგან გაათავისუფლებენ. მან ამის შესახებ დედაქალაქ ბაღდადში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „მოსულის გათავისუფლებას სულ ცოტა დრო დარჩა, რამდენიმე დღეში ქალაქს ტერორისტებიდან მთლიანად გავათავისუფლებთ,“ განაცხადა იბადიმ. პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციის დროს დეაშის მხრიდან მოსულში განადგურებული ისტორიული  ძეგლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, ყველა ისტორიულ ძეგლს ძველ იერსახეს დაუბრუნებენ. მან ბოლოს, კატარსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის შექმნილ კრიზისზეც ისაუბრა და განაცხადა: „ამ კრიზისში  მედიაციის როლს არ შევითავსებთ, მაგრამ კრიზისის მოსაგვარებლად გამოსავლის ძიებას გავაგრძელებთ.“



მსგავსი ინფორმაციები