აშშ აგრძელებს სირიელი ქურთების შეიარაღებას

წუხელ 70 ტრაილერით სავსე იარაღი გაუგზავნეს ქურთებს

744861
აშშ აგრძელებს სირიელი ქურთების შეიარაღებას

აშშ აგრძელებს ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიული სამხედრო ფრთა PYD-თვის სამხედრო იარაღის და ტექნიკის მიწოდებას. წუხელ, 70 ტრაილერით სავსე იარაღები და ტექნიკა სირიის ქალაქ ჰასექეს აეროპორტიდან ჩრდილოეთ სირიის იმ რეგიონებისკენ გადაზიდეს, რომლებსაც ქურთი ტერორისტები აკონტროლებენ. ამით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში ქურთებს 218 ტრაილერით სავსე სამხედრო დახმარება გაეწიათ. პენტაგონის განცხადებით, ამ იარაღს ქურთები DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენებენ. სამი დღის წინ თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბა, რომელზედაც მკაცრად დაგმეს ამერიკის ეს ქმედება, ხოლო გავრცელებულ დეკლარაციაში აღინიშნა, რომ მოკავშირე ამერიკის ეს ქმედება შეუთავსებელია პარტნიორობასთან და ვნებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს



მსგავსი ინფორმაციები