რუსეთმა პალმირაში DEAŞ-ის ობიექტები დაბომბა

დარტყმები წყალქვეშა გემიდან და კრეისერიდან განხორციელდა

742801
რუსეთმა პალმირაში DEAŞ-ის ობიექტები დაბომბა

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში მცურავი რუსულ კრეისერ ადმირალ ესენიდან და წყალქვეშა გემ კრასნოდარიდან კრუიზის ტიპის რაკეტები დაუშინეს სირიის პალმირას რეგიონში მდებარე DEAŞ-ის ობიექტებს და მიწასთან გაასწორეს ისინი. ამავე ცნობით მოსკოვმა ამ დარტყმის შესახებ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია თურქეთს, აშშ-ს და ისრაელს. ამ დაბომბვის შედეგად ტერორისტების კუთვნილი მრავალი მძიმე ტექნიკა და ათობით ტერორისტი იქნა განადგურებული. კრემლის პრეს მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოუგუმ ამ წარმატებული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მისცა პუტინს. ეს ოპერაცია წუხელ განხორციელდა



მსგავსი ინფორმაციები