ერაყის გენ-შტაბის მუსულის შესახებ განცხადება

რამაზანობის დაწყებამდე, (27 მაისამდე) მუსული, მთლიანად განთავისუფლდება ტერ-ორგანიზაცია დეაშისგან

731171
ერაყის გენ-შტაბის მუსულის შესახებ განცხადება

 ერაყის გენ-შტაბის განცხადებით, რამაზანობის დაწყებამდე, (27 მაისამდე) მუსული, მთლიანად განთავისუფლდება ტერ-ორგანიზაცია დეაშისგან.

ერაყის გენ-შტაბის უფროსმა ოსმან განიმიმ,  მუსულის კონფლიქტის ადგილების მონახულებისას, პრესისთვის გაავრცელა განცხადება და აღნიშნა რომ დეაშის წინააღმდეგ გამარჯვების შესახებ განაცხადებენ რამაზანის დაწყებამდე.

აღნიშნა, რომ მათი ძალები დიდ ძალისხმევას იჩენენ დეაშის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და იგი დასრულდება წინამდებარე დღეებში. განიმის ცნობით, ოპერაციების პროცესში, სახელმწიფო სამხედროების გარდა არ დაუშვებენ არც ერთ უცხო სახმელეთო ძალას. ერაყის არმიამ, რომელმაც სახელმწიფოს რიგით მეორე დიდი ქალაქის მუსულის აღმოსავლეთი გამოიხსნა ტერ-ორგანიზაცია დეაშისგან, განაგრძობს ქალაქის დასავლეთის გამოხსნის ოპერაციას.



მსგავსი ინფორმაციები