ანტიტერორისტული ოპერაცია მოსულში

ანტი ტერორისტული ოპერაციის დროს სამი ტერ ორგანიზაციის ლიდერი, მთლიანობაში 32 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

709318
ანტიტერორისტული ოპერაცია მოსულში

ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთით ტერ ორგანიზაცია დეააშის წინააღმდეგ განხორციელებული ანტი ტერორისტული ოპერაციის დროს სამ ლიდერთან ერთად  მთლიანობაში 32 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ერაყის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო უშიშროების სამსახურის დირექტორის განცხადებით, ოპერაცია საერთაშორის კოალიციის ძალების მხრიდან განხორციელდა.  მის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოკლული ტერ ორგანიზაციის ლიდერებიდან ერთი მაროკოს,  მეორე კი საუდის არაბეთის მოქალაქეები არიან, ხოლო მესამეს ვინაობა  დაუდგენელია.  ერაყის არმიამ ქალაქ მოსულის დასავლეთი ნაწილის დეაშელებისაგან გასათავისუფლებელი ოპერაცია მიმდინარე წლის 19 თებერვალს დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები