კვიპროსი, განახლდება განხილვები

მუსტაფა აქინჯის განცხადებით, 11 აპრილს ხელახლა დაიწყება კვიპროსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები

706244
კვიპროსი, განახლდება განხილვები

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრეზიდენტის მუსტაფა აქინჯის განცხადებით, 11 აპრილს ხელახლა დაიწყება კვიპროსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები.

ჩკთრ-ის პრეზიდენტმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერესთან შეხვედრის შემდეგ.  აღნიშნა, რომ განხილვები შეწყდა სამხრეთ კვიპროსის მხრიდან, ენოსისის წლისთავის სკოლებში აღნიშვნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

გაეროს კვიპროსის სპეციალური წარმომადგენლის ესპენ ბართ ეიდეს მზრუნველობით, 2 აპრილს, კვირას, ვახშამზე მიღებული შეთანხმებით, ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა 11 აპრილის შეხვედრების დასაწყებად.

აქინჯის და ნიკოს ანასტასიადს შორის 2015 წლის მაისიდან დაწყებული განხილვების ეგიდით, 16 თებერვლის შეხვედრა კარის მიჯახუნებით დატოვა ანასტასიადისმა. აქინჯის კი, გავრცელებული ჰქონდა განცხადება, რომ სანამ, ენოსის საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ კვიპროსის ხელისუფლება უკან არ გადადგამს ნაბიჯს, არ შეუერთდება განხილვებს.



მსგავსი ინფორმაციები