ტრამპის წარმომადგენელი ისრაელ-პალესტინას ეწვია

იგი აბბასის და ნეთანიაჰუს შეხვდა

691616
ტრამპის წარმომადგენელი ისრაელ-პალესტინას ეწვია

პალესტინის სახელმწიფო მეთაურის პრეს სამსახურის ცნობით, მაჰმუდ აბბასიმ რამალლაჰის რეზიდენციაში მიიღო აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჯეისონ გრეენბლატი.  

შეხვედრაზე აბასმა ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტის, 1993 წელს ხელმოწერილი ოსლოს შეთანხმების წინ დაკავებულების გათავისუფლების და ისრაელ-პალესტინის პრობლემის ორ სახელმწიფოებრიობის ფარგლებში მოგვარების საკითხები წამოაყენა წინაპირობად, რათა  ახლიდან მიუსხდნენ ისრაელთან მოლაპარაკებების მაგიდას.

გარდა ამისა აბასმა სტუმარს დეტალური ინფორმაციები მისცა ასევე ისრაელის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, აღნიშნულია ამ განცხადებაში.

გრეენბალტმა კი სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში დადებითი უწოდა აბასთან ჩატარებულ პირისპირ შეხვედრას.

ამერიკელ სტუმარს პირისპირი შეხვედრა ჰქონდა ასევე ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

ისრაელ-პალესტინას შორის მოლაპარაკებები 2014 წლიდან შეწყდა, რადგან, ტელ ავივმა პალესტინურ მიწებზე არ შეაჩერა ებრაელური ახალმშენებლობები

 



მსგავსი ინფორმაციები