სირიის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში დღეს იწყება

ოპოზიციამ ესადის რეჟიმთან პირდაპირი შეხვედრები მოითხოვა

678245
სირიის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში დღეს იწყება

10 თვიანი პაუზის შემდეგ სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მე-4 ტური დღეს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იწყება და მასზე მორატორიუმის გაგრძელებასთან ერთად წინა პლანზე წამოიწევს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ესკიზის მომზადებაც.

მოლაპარაკებებში ოპოზიციაც მონაწილეობს და მან პირდაპირი შეხვედრების გამართვა მოითხოვა ესადის რეჟიმის წარმომადგენლებთან.

“ჩვენ ჟენევაში გარდამავალი პერიოდის ხელისუფლების საკითხის განსახილველადაც ჩამოვედით, ამიტომაც არ გვინდა, რომ ეს შეხვედრაც წინა შეხვედრების მსგავსად წარუმატებლად დასრულდეს, აქედან გამომდინარე ჩვენ პირისპირი მოლაპარაკებები გვინდა ესადის რეჟიმის დელეგაციასთან“, ხაზგასმით განაცხადა ოპოზიციის პრეს წარმომადგენელმა სალიმ ელ მუსლატმა.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენლებმა სირიაში სეფან დე მისტურამ შეხვედრის დაწყების წინ გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად დადებითი შედეგებით დასრულდება ჟენევის მე-4 შეხვედრა და ასტანაში დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმიც გაგრძელდება.

მისტურას თქმითვე რუსეთმა ესადის რეჟიმს მოსთხოვა, რომ მოლაპარაკებების დღეებში შეაჩერონ ყველანაირი საჰაერო თავდასხმები



მსგავსი ინფორმაციები