ილჰამ ალიევის მოადგილე მისი მეუღლე გახდა

მეჰრიბან ალიევა ქვეყნის პირველი ვიცეპრეზიდენტი გახდა

676934
ილჰამ ალიევის მოადგილე მისი მეუღლე გახდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თავისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამის მუხლებზე დაყრდნობით პირველ ვიცეპრეზიდენტად დანიშნა. გასული წლის სექტემბერში ჩატარებული რეფერენდუმით, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებები იქნა შეტანილი და ამომრჩევლების 86,6%-მა დადებითი ხმა მისცა ამ ცვლილებებს, რომელიც ერთი პირველი ვიცე პრეზიდენტის და ორი ვიცე პრეზიდენტის პოსტებს ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით ამ პოსტებზე დანიშვნების და გადაყენების უფლებამოსილებანი პრეზიდენტს გადაეცა. ასე რომ, ამიერიდან ილჰამ ალიევის უცხოეთში ყოფნის დროს პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილებით მეჰრიბან ალიევა ისარგებლებს და მას ხელშეუხებლობის უფლებაც ექნება       



მსგავსი ინფორმაციები