ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 160-ე დღე

ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 160-ე დღეს ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წევრი 20 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

661561
ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 160-ე დღე

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ჩრდილოეთში ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია „ევფრატის ფარის“ 160-ე დღეს ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წევრი 20 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

თურქეთის შეიარაღებულ ძალებში გაკეთებული განცხადების მიხედვით, DEAŞ-ის თაოსნობით ტერორგანიზაციების მიერ შექმნილი საფრთხეების მოსასპობად, საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებელად და კოალიციური ძალების მხარდასაჭერად სირიის ჩრდილოეთში 2016 წლის 24 აგვისტოს დაწყებული ოპერაცია გრძელდება.
ოპერაციის 160-ე დღეს ტერორგანიზაცია DEAŞ-ის 184 სამიზნე დაბომბეს. თურქეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ელ ბაბის, ტადიფის და ბზაგას რეგიონებში ჩატარებული საჰაერო ოპერაციების დროს DEAŞ-ის 20 შენობა, საბრძოლო მასალის 1 საწყობი და 2 თავდაცვითი პოზიცია გაანადგურეს, 20 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა.

ოპერაციის ფარგლებში ამასთანავე 76 ხელნაკეთი ასაფეთქებელი იქნა განადგურებული. ოპერაციის დაწყებიდან დღემდე კი მთლიანობაში 3 ათას 507 ხელნაკეთი ბომბის ლიკვიდაცია მოხდა.

ყველა სახის ზომა ტარდება იმისათვის, რომ ოპერაციის წარმოებისას მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდეს.


საკვანძო სიტყვები: #ოპერაცია ევფრატის ფარი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები