ალეპოში ცეცხლი შეწყდა

თურქეთის შუამავლობით სირიის ქალაქ ალეპოში, რომელსაც კვირეებია ბომბავდნენ, ცეცხლის შეწყვეტა იქნა მიღწეული

629888
ალეპოში ცეცხლი შეწყდა

თურქეთის შუამავლობით სირიის ქალაქ ალეპოში, რომელსაც კვირეებია ბომბავდნენ, ცეცხლის შეწყვეტა იქნა მიღწეული.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქის აღმოსავლეთში ოპოზიციურ ძალებსა და რუსეთის ლიდერობით რეჟიმის ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტა იქნა მიღწეული. 

სამინისტროს განცხადებაში ევაკუაციის პროცესშიც ანკარის როლზე მინიშნებაა გაკეთებული.

თურქეთი ამ პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

ცეცხლის შეწყვეტა პირველ რიგში ალყაში მოქცეული სამოქალაქოების უსაფრთხო ევაკუაციას ითვალისწინებს.
მათ ალეპოს დასავლეთში თავისუფალი სირიის არმიის მიერ კონტროლირებად რეგიონში გადაიყვანენ.

მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია შეიარაღებული ოპოზიციის ევაკუაცია. 

ოპოზიციური ჯგუფების დიდმა ნაწილმა ქალაქის დატოვებაზე თანხმობა განაცხადა. 

ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ ტელეფონით დაუკავშირდა რუს კოლეგა სერგეი ლავროვს და ბოლო ვითარება შეაფასა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ალეპო

მსგავსი ინფორმაციები