საგარეო საქმეთა სამინისტრო კვიპროსი

ჩკთს პრეზიდენტს და სამხრეთ კვიპროსის ლიდერს შორის გაეროს ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებულმა ინტენსიურმა შეხვედრამ არ გამოიღო შედეგი

616118
საგარეო საქმეთა სამინისტრო კვიპროსი

მაშინ, როცა შედეგი არ გამოიღო ჩკთს პრეზიდენტს მუსტაფა აქინჯის და სამხრეთ კვიპროსის ლიდერს ნიკოს ანასტასიადისს შორის, შვეიცარიის ქალაქ მონტ პელერინში, გაეროს ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებულმა ინტენსიურმა შეხვედრამ, განცხადება გავრცელდა თურქეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

უწყების მრჩეველის ჰუსეინ მუფტიოღლის განცხადებით, კვიპროსის თურქული სახელმწიფოს ყველანაირი კეთილი ნების მცდელობის მიუხედავად, შეხვედრამ არ გამოიღო შედეგი და პროცესის ამ კრიტიკულ ეტაპში ხელიდან იქნა გაშვებული მეტად ძვირფასი შესაძლებლობა.

მუფტიოღლის განცხადებით, ამ ეტაპში, დეტალურად განიხილება მდგომარეობა კუნძულის თურქულ მხარესთან.

გარანტიორების მონაწილეობით ხუთეულთა კონფერენციის თარიღის განსაზღვრა კი, უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე.  თურქეთის მტკიცე გადაწყვეტილება, რათა ეფექტური სახით მოხდეს კუნძულ კვიპროსის საკითხის გადაწყვეტა, გრძელდება.

გაეროს გავრცელებული ჰქონდა განცხადება, რომ კუნძული კვიპროსის საკითხის გადასაწყვეტად, მიმდინარე წლის 20-21 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტ პელერინში, განხილვებისთვის გზის გამხსნელ  ტერიტორიული მოწყობის თემაზე, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება.



მსგავსი ინფორმაციები