ოპერაცია მუსულში

კიდევ იქნა განთავისუფლებული ქალაქის დასავლეთით, სამი სოფელი

599579
ოპერაცია მუსულში

ერაყის ქალაქ მუსულის, ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ისგან გაწმენდის მიზნით, 17 ოქტომბრიდან დაწყებული ოპერაციის ფარგლებში, კიდევ იქნა განთავისუფლებული ქალაქის დასავლეთით, სამი სოფელი.

ნინოვას საოპერაციო სარდლობის განცხადებით, განადგურდა ორგანიზაციის ნაღმით დატვირთული ოთხი ავტომანქანა. ერაყის არმიამ კი განაცხადა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციის ძალებისთვის განკუთვნილმა თვითმფრინავებმა, მუსულისგან 12 კმ-ით ჩრდილოეთით,  ტელ-ქეიფის დაბა-დასახლებაზე „შეცდომით“ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ერაყელი ჯარისკაცი, დაიჭრა 9.

 ხსენებული ჯარისკაცები, ერთი კვირაა დაკავშირებულნი იყვნენ ტელ-ქეიფის დამცველ მე-16-ე საბრძოლო გვარდიასთან.

მუსულის ტერ-ორგანიზაციისგან გაწმენდის ოპერაციაში ჩაბმულნი არიან ერაყის არმიის შენაერთები, ფეშმერგეს ძალები და ბაშიკას ბანაკის, თურქი სამხედროების გამოწრთობილი ნინოვას მუჯაჰიდები.



მსგავსი ინფორმაციები