მოსულის ოპერაციის ფარგლებში უკვე 7 დასახლება აღებულია

2 წელზე მეტია რაც ეს ქალაქი DEAŞ-ის ხელშია

591079
მოსულის ოპერაციის ფარგლებში უკვე 7 დასახლება აღებულია

როგორც განაცხადა სატელევიზიო გამოსვლაში ერაყის პრემიერმა ჰაიდარ ელ აბადიმ, ქალაქ მოსულის დეაშისაგან განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო და ამიტომ ქალაქის მცხოვრებლებს ოპერაციის განმავლობაში უსაფრთხოების ძალებთან სოლიდარობისკენ მოუწოდა. 

ერაყის ძალებთან ერთად ამ ოპერაციაში მონაწილეობს დაახლოებით 15-18 ათასამდე ქურთული ფორმირება  “ფეშმერგების“-ს ნაწილებიც და ბაშიკას სამხედრო ბაზაზე თურქი სამხედრო ინსტრუქტორების მხრიდან მომზადებული სუნიტური დაჯგუფებებიც.

მოსულს, რომელიც 2 წელია რაც   DEAŞ-ის ხელშია, ამერიკული ძალებიც მძიმე არტილერიით ბომბავენ, ხოლო კოალიციის თვითმფრინავებიც მასიურად ბომბავენ ტერორისტების სამიზნეებს.

პირველადი ცნობებით ფეშმერგები ერბილ-მოსულის გზატკეცილზე მდებარე სოფლებისკენ მიიწევენ და მათ უკვე დეაშს წაართვეს თერჯელეს, ბასაჰრას, დიდი და პატარა ბედენეს, ქებერვის, ბასკელანის და შეიხ ემირის, ე.ი. სულ 7 დასახლება.

ამ ოპერაციის ფარგლებში უპირველესად ჰამდანიეს დასახლების განთავისუფლება იგეგმება, სადაც უმრავლესობა ქრისტიანები ცხოვრობენ და ფეშმერგები ახლა ამ დასახლებისკენ მიიწევენ.

მოსულის ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთმა საზღვრებზე გაზარდა უსაფრთხოების ზომები და მის ფარგლებში ერაყთან მოქმედი ჰაბურის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ჯავშანტრანსპორტიორები და სამხედრო ფორმირებები განალაგა.

პენტაგონის განცხადებით მოსულის წარმატებულ ოპერაციას დიდი მნიშვნელობა ექნება დეაშის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ კი განაცხადა, რომ მოსულის განთავისუფლების შემდეგ კონფესიათაშორისო შეტაკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ ოპერაციაში არ დაუშვან შიიტური შეიარაღებული ფორმირებების მონაწილეობა    



მსგავსი ინფორმაციები