აშშ-მ რუსეთთან მოლაპარაკებები შეაჩერა

“ესადის რეჟიმი აგრძელებს თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე“

582576
აშშ-მ რუსეთთან მოლაპარაკებები შეაჩერა

როგორც განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, ვაშინგტონმა სირიაში მორატორიუმის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები მოსკოვთან შეაჩერა.

“ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა ამერიკისათვის ადვილი არ იყო. რუსეთის დახმარებებით გათამამებული ესადის რეჟიმი მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად აგრძელებს სამოქალაქო პირებზე თავდასხმას და ამით არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს“, განაცხადა კირბიმ და დაამატა, რომ მათ დაიწყეს ოპერაციები სირიაში მებრძოლი სხვა რადიკალისტების წინააღმდეგაც.

კირბის ბრალდებებს მოსკოვიდან მისი კოლეგა მარია ზახაროვა გამოეხმაურა, რომლის თქმითაც ამერიკასთან ხელმოწერილი 9 მუხლიანი მორატორიუმის შეთანხმებას სწორედ რომ ამერიკა არ ასრულებს და სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით ბრალს რუსეთს უყენებს.

კრემლსა და თეთრ სახლს შორის სირიის საკითხში სიტუაცია გამწვავდა რუსეთის მხარდაჭერით ესადის ავიაგამანადგურებლების მხრიდან ალეპოში და ჰამაში საავადმყოფოების დაბომბვის შემდეგ.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა იდლიბში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ელ ნუსრას ლიდერთაგანი, 60 წლის აბუ ფარაჯი ლიკვიდირებულ იქნა.        



მსგავსი ინფორმაციები