“ევფრატის ფარი“ გრძელდება

“ქურთულ ტერ ორგანიზაციებსა და DEAŞ-ს შორის საიდუმლო კავშირები არსებობს“

580605
“ევფრატის ფარი“ გრძელდება

თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გამოქვეყნებული ანგარიშით ქურთულ ტერ ორგანიზაციებსა და DEAŞ-ს შორის საიდუმლო კავშირები არსებობს, რის დამამტკიცებელი ფაქტები მათ ბლომად აქვთ ხელთ.

ამ ანგარიშის მიხედვით 24 აგვისტოს აქეთ, ე.ი. რაც თურქეთის არმიამ სირიის ჩრდილოეთში ტერორისტების წინააღმდეგ ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაცია დაიწყო, მას შემდეგ ქურთულ ტერ ორგანიზაციებს, PYD/YPG/PKK-სა და DEAŞ-ს შორის აფრინისა და მუნბიჩის რეგიონებში რაიმე შეტაკებას ადგილი არ ჰქონია რა, ქურთებს მხოლოდ სირიის თავისუფალი არმიისა და ესადის რეჟიმის წინააღმდეგ უბრძვიათ.

ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ თურქულმა ძალებმა დღეს DEAŞ-ის კუთვნილ 10 სამიზნეს 93 ჭურვი ესროლეს, ხოლო 24 აგვისტოს აქეთ მთლიანობაში ტერორისტების 1568 სამიზნეს 6 ათასამდე რაკეტა და ბომბი ესროლეს.

ამ 39 დღის განმავლობაში ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა ოპოზიციური სირიის თავისუფალი არმიის 3 მებრძოლი, ხოლო დაიჭრა 7, მათვე დეაშელებს წაართვეს 107 დასახლება.

გუშინ DEAŞ-ის ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს ასევე კოალიციის ძალებმა და 3 ბინასთან ერთად 3 ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს, ხოლო თურქეთის ჰაუბიცებმა  DEAŞ-ის 99 სამიზნეს 314 ჭურვი ესროლეს



მსგავსი ინფორმაციები