ნიუ ორკში სირიის მეგობრები შეიკრიბნენ

ეს შეკრებაც უშედეგოდ დასრულდა

575528
ნიუ ორკში სირიის მეგობრები შეიკრიბნენ

ნიუ ორკში მორიგი შეკრება გამართეს სირიის მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა და მისი დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში სტეფან დე მისტურამ, რომელმაც ამ შეკრებას ფორმალური, იმედ გამაცრუებელი და მტკივნეული უწოდა.

შეკრებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე თურქეთისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ და ჯონ კერიმ და ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგა ლავროვთან ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სირიის საკითხში, რადგან ლავროვმა არ მისცა პირობა ესადის რეჟიმის მხრიდან საჰაერო დაბომბვების შეჩერებაზე.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ოპოზიციამ არ გაამწვავოს სიტუაცია და თუ ესადის რეჟიმი შეაჩერებს დაბომბვებს, მაშინ, ოპოზიციაც დაემორჩილება მორატორიუმს“, განაცხადა კერიმ და დაამატა, რომ თუ სირიაში უახლოეს პერიოდში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, მაშინ, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება და გამწვავდება.

ამ შეკრებამ 4 საათს გასტანა და მასში მონაწილეობა მიიღო 19 ქვეყნის მინისტრმა



მსგავსი ინფორმაციები