აშშ-ი რუსეთი შეთანხმება სირიასთან დაკავშირებით

აშშ-მა და რუსეთმა, სირიის კონფლიქტის დასრულების მიზნით, შეთანხმება მიიღეს სახელმწიფო მასშტაბით, ცეცხლის შეწყვეტის 12 სექტემბრიდან, კურბან ბაირამის დღიდან დაწყების შესახებ

568772
აშშ-ი რუსეთი შეთანხმება სირიასთან დაკავშირებით

აშშ-მა და რუსეთმა, სირიის კონფლიქტის დასრულების მიზნით, შეთანხმება მიიღეს სახელმწიფო მასშტაბით, ცეცხლის შეწყვეტის 12 სექტემბრიდან, კურბან ბაირამის დღიდან დაწყების შესახებ.

აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, სირიის კრიზისის შესახებ შეხვედრის შემდეგ, ჩაატარეს ბრიფინგი.

კერიმ აღნიშნა, რომ მათი შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სირიის კრიზისის შემცირება, მშვიდობის და პოლიტიკური პროცესისთვის სამუშაოების წარმართვის შესახებ გეგმის გაცნობა.

გამოკვეთა, რომ ამ მიზნით მოხდა აშშ-ს და რუსეთს შორის კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. სირიაში ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება 12 სექტემბრიდან, კურბან ბაირამის დაწყების დღიდან.  სწამთ, რომ გეგმის ცხოვრებაში გატარება გარდატეხის პერიოდი იქნება სირიისთვის. მან მხარეებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეგუებისკენ. ისიც დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის განმავლობაში წარმატებით მოხდება შეთანხმების ცხოვრებაში გატარება,  ტერ-ორგანიზაციებთან DAEŞ და El Nusra-სთან ბრძოლის საკითხში აშშ-ი და რუსეთი, ერთობლივი სამხედრო კოორდინაციისთვის იმუშავებენ.

ლავროვის ცნობით, კი ცეცხლის შეწყვეტის 7 დღის განმავლობაში წარმართვის შემდეგ, აშშ-თან შექმნიან ცენტრს. ორივე სახელმწიფოს სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტები წინასწარ დაადგენენ ტერორისტული ელემენტების და ზომიერი ოპოზიციონერების ადგილსამყოფელს. მოახდენენ მათ გამოყოფას ერთმანეთისგან და ორი ქვეყნის საჰაერო ძალები ერთად მოახდენენ სირიელ ტერორისტებზე თავდასხმას. მიიღეს ამის და თავდასხმის კოორდინატების შესახებ  შეთანხმება.  მისი ცნობით, საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება სირიის რეჟიმსაც. აშშ-ის და რუსეთის საჰაერო თავდასხმის რეგიონების ფარგლებს გარეთ ადგილებს გააკონტროლებენ სირიის საჰაერო ძალები.

ლავროვმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მიიღეს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხშიც. ჰალეპის აღმოსავლეთის და დასავლეთისთვის დახმარების მიწოდებაში ითანამშრომლებენ გაერო და საერთაშორისო წითელი ნახევარმთვარის კომიტეტები.



მსგავსი ინფორმაციები