რუსეთის არმიის საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის ქალაქ იდლიბის დაბა სერაკიბში საავადმყოფო დაბომბა
რუსულმა რეაქტორმა ქალაქ იდლიბის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად დაბა სერაკიბში მდებარე საავადმყოფო „შიფა“-ზე ორი საჰაერო იერიში მიიტანა
რუსეთის არმიის საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის ქალაქ იდლიბის დაბა სერაკიბში საავადმყოფო დაბომბა.
რეგიონის სამოქალაქო თავდაცვის უფლებამოსილმა ჰაზიმ სილეიბიმ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-ს ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსულმა რეაქტორმა ქალაქ იდლიბის ჩრდილო-აღმოსავლეთში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად დაბა სერაკიბში მდებარე საავადმყოფო „შიფა“-ზე ორი საჰაერო იერიში მიიტანა.
„რუსებმა რეგიონის ერთადერთი საავადმყოფო დაბომბეს. ეს საავადმყოფო დაბასა და მიმდებარე სოფლებს ემსახურებოდა. თავდასხმის შედეგად საავადმყოფომ დიდი ზიანი განიცადა და გამოსაყენებლად გამოუსადეგარი გახდა:“ - განაცხადა სილეიბიმ.
რუსეთი, 30 სექტემბრიდან დღემდე სირიის ქალაქებში იდლიბში, ალეპოს და ჰამაში მთავრობის მოწინააღმდეგეთა კონტროლირებად რეგიონებში სკოლებს, საავადმყოფოებსა და ბაზრებს ბომბავს.