თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადება

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, თავისუფალი სირიის არმიის ნაწილებმა ოპერაცია ევფრატის ფარის მე-11 დღეს სირიაში ალ ატარიაჰს, შეიხ იაკუბს, ვუკუფს, აიასას და ელ მუტმინაჰს შორის 10 რეგიონზე დაამყარეს კონტროლი

564710
თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადება

თურქეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, თავისუფალი სირიის არმიის ნაწილებმა ოპერაცია ევფრატის ფარის მე-11 დღეს სირიაში ალ ატარიაჰს, შეიხ იაკუბს, ვუკუფს, აიასას და ელ მუტმინაჰს შორის 10 რეგიონზე დაამყარეს კონტროლი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  11.11-დან 19.00 საათამდე ოპერაციის ტერიტორიაზე ტერორგანიზაცია დაეშის 20 სამიზნე ჰაუბიცა ფირტინას 52 და  ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 20 ჭურვით იქნა განადგურებული.

განცხადებს მიხედვით, ოპერაცია ევფრატის ფარის დაწყებიდან დღემდე 300 სამიზნეზე 1306 გასროლა განხორციელდა.

განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გამოყენებულ სასაზღვრო  უსაფრთხოების რისკის შემქმნელ რეგიონში, სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე კოალიციის ოპერაციისათვის მხარდამჭერი თურქეთის შეიარაღებული ძალები იმისათვის, რომ რეგიონში მცხოვრები სამოქალაქოები არ დაზარალდნენ, ყველა სახის ზომებს ატარებს და ამ საკითხზე მაქსიმალურ ყურადღებას იჩენს.   


საკვანძო სიტყვები: #ევფრატის ფარი , #ოპერაცია , #სირია

მსგავსი ინფორმაციები