DEAŞ-მა ჯერაბლუსი დატოვა

ქალაქის კონტროლი ოპოზიციის ხელში გადავიდა

558864
DEAŞ-მა ჯერაბლუსი დატოვა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერთობლივმა სპეციალურმა სამხედრო დაჯგუფებამ და კოალიციის საჰაერო ძალებმა, გუშინ, სირიის ქალაქ ალეპოს რაიონის ჯერაბლუსის რეგიონში განლაგებული ტერ ორგანიზაცია დეაშის ნაწილებისგან გასაწმენდად ოპერაცია დაიწყეს სახელწოდებით “ევფრატის ფარი“.

მის ფარგლებში გუშინ ჯერაბლუსი გაიწმინდა დეაშისგან, რომელმაც სირიის სამხრეთ რეგიონებისკენ, უფრო კონკრეტულად კი, ქალაქ ელ ბაბისკენ დახევა დაიწყო და შედეგად, ჯერაბლუსის კონტროლი ოპოზიციური თავისუფალი სირიის არმიის კონტროლქვეშ გადავიდა.

ამ ოპერაციას პენტაგონთან ერთად კოალიციის თვითმფრინავებიც ეხმარებოდნენ და მხოლოდ 1 ოპოზიციონერი სირიელი დაიღუპა რა, სამაგიეროდ ათობით ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

დღეს მიღებული ცნობებით ჯერაბლუსი და მისი მიდამოები ნაღმებისგან და ბომბებისგან იწმინდება.

სხვათა შორის ევფრატის ფარის ოპერაციის დროს თურქებმა მთლიანად სამამულე წარმოების უპილოტო სადაზვერვო მფრინავი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს.

ამერიკასთან ერთად ჯერაბლუსის ოპერაციას მხარი დაუჭირა გაერომაც, რომლის წარმომადგენელმა სტეფან დუჟარრიჯმა განაცხადა, რომ სირიის დეაშელებისგან გაწმენდა საერთაშორისო თანამეგობრობის უპირველესი მიზანია.

მისივე თქმით გაეროს გენ. მდივანმა ბან კი მუნმა რამდენჯერმე დაგმო DEAŞ-ის მხრიდან თურქეთის ტერიტორიების დაბომბვა



მსგავსი ინფორმაციები