სირიაში რეჟიმის ძალების ოპერაციას 5 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გუტას რეგიონში დუმას დაბაში კასეტური ბომბებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაღუპა

556497
სირიაში რეჟიმის ძალების ოპერაციას 5 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის არმიის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ დედაქალაქ დამასკოს აღმოსავლეთ გუტას რეგიონში დუმას დაბაში კასეტური ბომბებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაღუპა, 18 კი დაშავდა.

ოპოზიციის კონტროლის ქვეშ ყოფ დაბაზე თავდასხმის დროს დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ალეპოს პროსპექტზე მომხდარი თავდასხმის ადგილს დიდი ზიანიც მიადგა.

ამავდროულად საფრანგეთმა სირიის ქალაქ რაკკაში ტერორგანიზაცია დაეშის სამიზნეები დაბომბა.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „საფრანგეთის კუთვნილი 4 ცალი Rafale-ს, 4 ცალი Mirage 2000-ს და 1 ცალი Atlantique-ის ტიპის თვითმფრინავებით განხორცილებული ოპერაციის დროს დეაშის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები იქნა განადგურებული.“

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერთი კვრის მანძილზე მიმდინარე ოპერაციის დროს რეგიონში ტერორგანიზაციის კუთვნილი ცენტრები დაიბომბა, სადაც დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება და მძიმე შეიარაღება ინახებოდა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #რეჟიმი , #საჰაერო ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები