პუტინი, რუჰანი, ალიევი სამიტი

ვლადიმერ პუტინი, ჰასან რუჰანი და ილჰამ ალიევი ხვალ, სამეული სახელმწიფოს ლიდერთა სამიტზე შეხვდებიან

546801
პუტინი, რუჰანი, ალიევი სამიტი

რუსეთის სახელმწიფო მეთაური ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხვალ, ბაქოში, სამეული სახელმწიფოს ლიდერების სამიტზე შეხვდებიან.

სამეულთა სამიტზე, რომელიც პირველად ეწყობა, დღის წესრიგში ჩააყენებენ ენერგეტიკულ, სატრანსპორტო პროექტებს, ეკონომიკურ ურთიერთობებს, უსაფრთხოების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.  

გარდა ამისა, ლიდერებს შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ, წელს, ასტანაში დაგეგმილ ხუთეულთა სამიტის წინ, კასპიის ზღვის სტატუსთან დაკავშირებით მოვლენებზე და იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც ვერ მოხდა შეთანხმების მიღწევა.



მსგავსი ინფორმაციები