რუსული არმიის თვითმფრინავებმა სირიაში საავადმყოფო და მედიკამენტების ფაბრიკა დაბომბეს

რუსული არმიის კუთვნილმა თვითმფრინავებმა სირიის ქალაქ ალეპოში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში საავადმყოფო და მედიკამენტების ფაბრიკა დაბომბეს

512401
რუსული არმიის თვითმფრინავებმა სირიაში საავადმყოფო და მედიკამენტების ფაბრიკა დაბომბეს

რუსული არმიის კუთვნილმა თვითმფრინავებმა სირიის ქალაქ ალეპოში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში საავადმყოფო და მედიკამენტების ფაბრიკა დაბომბეს.   

რუსულმა თვითმფრინავებმა გუშინ ღამით ალეპოს ჩრდილოეთში მდებარე ანადანის რაიონში საავადმყოფოს „ფოსფორის“, კეფრ მამრას დაბაში მდებარე მედიკამენტების ფაბრიკას კი „ვაკუუმის“ ბომბები ესროლეს.

დაბომბვის შედეგად ორივე შენობა გამოსაყენებლად გამოუსადეგარი გახდა.

რუსული არმიის საბრძოლო თვითმფრინავები 15 დღეა ალეპოსა და მის მიმდებარე რეგიონში ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ დაბებში, რაიონებში, სოფლებში, ბაზრებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო თავდაცვის ცენტრს აქტიურად ბომბავენ.  


საკვანძო სიტყვები: #სირია , #რუსეთი , #რუსეთის არმია

მსგავსი ინფორმაციები