არაბეთის პარლამენტმა სირიის საკითხი განიხილა

“სირიას მიევლინოს არაბული სამშვიდობო დაცვის ძალები“

487664
არაბეთის პარლამენტმა სირიის საკითხი განიხილა

არაბული ქვეყნების პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტი  გუშინ, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მდებარე სათაო ოფისში საგანგებოდ შეიკრიბა და განიხილეს რა სირიის ქალაქ ალეპოსთან შექმნილი სავალალო მდგომარეობა, მოწოდებით გამოვიდნენ, რომ სირიას მიავლინონ არაბული სამშვიდობო დაცვის ძალების ქვედანაყოფები, რომელიც ჯერ ერთი ალეპოს ბლოკადის მოხსნაში და შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში მიიღებს მონაწილეობას.

არაბთა პარლამენტის თავჯდომარის აჰმეტ ბინ მუჰამმედ ელ გერევანის განცხადებით, არაბული სამყაროს სურვილია, სირიის პრობლემა თვით არაბებმა გადაჭრან და არ დაუშვან უცხო ძალების გარედან ჩარევა



მსგავსი ინფორმაციები