ერევანში აფეთქება მოხდა ავტობუსში
დაიღუპა 2 კაცი
478212
სომხეთიდან მიღებული ცნობებით დედაქალაქ ერევანში, საქალაქო საზოგადოებრივ ავტობუსში აფეთქება მოხდა, რასაც 2 კაცი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა და მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციის განცხადებით ჯერ ჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზები და მას გამოძიება დაადგენს.
ამ აფეთქების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ერევანში უსაფრთხოების ზომების გაზრდის ბრძანებულება გასცა