სირიაში რადიკალისტები გააქტიურდნენ

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 13 აპრილს იწყება

469277
სირიაში რადიკალისტები გააქტიურდნენ


ამ კვირას ჟენევაში სირიის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება და მის წინ ბრძოლები უფრო გაცხარდა, რადგან, ისლამურმა სახელმწიფომ DEAŞ-მა და El Nusra-მ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში თავდასხმები დაიწყეს ოპოზიციის ძალებზე და ისლამურმა სახელმწიფომ თავისუფალი სირიის არმიას ელ რაის დასახლება კვლავ წაართვა.

ეს დასახლება მეტად სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და ამიტომ მისთვის ბრძოლები ორ კვირაზე მეტია რაც მიმდინარეობს.

სირიაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ განიხილეს აშშ-ს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კერიმ და ლავროვმა რა, სიტუაციის ესკალაციისა და ალეპოზე შესაძლო თავდასხმის დაწყების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ამერიკა სირიის მთავრობასაც და ოპოზიციასაც სთხოვს, რომ ალეპოში მიზანში ამოღებულ ობიექტებზე თავდასხმების გეგმა უფრო გამჭვირვალე გახადონ.

ჟენევის მოლაპარაკებების წინ სირიას კიდევ ერთხელ ეწვია გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ამ ქვეყანაში სტეფან დე მისტურა, რომელმაც რეჟიმის ძალებს მორატორიუმის დაცვა და ამასთან ალყაში მყოფებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხში დახმარება სთხოვა.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის ველიდ მუალლიმის განცხადებით მათი დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებს 15 აპრილს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ჩაერთვება.

ამ დროს გაეროს მსოფლიო კვების პროგრამამ ისლამური სახელმწიფოს მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქ დეირუზე ზურში პარაშუტებით 20 ტონამდე კვების პროდუქტები ჩამოუყარათ. ხსენებულ ალყაშემორტყმულ ქალაქში შიმშილობის გამო სიკვდილის ზღვარზეა 200 ათასამდე კაცი.

სირიის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 13 აპრილს დაიწყება



მსგავსი ინფორმაციები