ასადი, სირიაში ბლოკადის ქვეშ მყოფ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს უშლის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ სირიაში არსებული ჰუმანიტარული ვითარება დახურულ სხდომაზე განიხილა

465519
ასადი, სირიაში ბლოკადის ქვეშ მყოფ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს უშლის

ასადი, სირიაში ბლოკადის ქვეშ მყოფ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს უშლის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ სირიაში არსებული ჰუმანიტარული ვითარება დახურულ სხდომაზე განიხილა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებზე პასუხიმგებელმა გენერალური მდივნის მოადგილემ და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა სტეფან ობრაიანმა შეკრებაზე საბჭოს წევრებს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეკრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის მუდმივმა წარმომდგენელმა გაეროში სამანტა პოვერმა დასძინა, რომ სირიის რეჟიმი ალყაშემორტყმულ რეგიონებში შეტაკების შეჩერების შეთანხმებაში გათვალისწინებულ უფლებამოსილებს ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლებას არ აძლევს.

პოვერის განცხადებით, მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით უფრო ნაკლები სურსათის დახმარება შევიდა ალყაშემორტყმულ რეგიონებში და დაამატა, რომ „დერაიაში 2012 წლის შემდეგ გაერომ ერთი ნამცეცი სურსათით დახმარებაც კი ვერ შეიტანა“.

ობრაიანმა გასულ კვირაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დერაიაში ადამიანები შიმშილის გამო ბალახს ჭამენ, რის თაობაზეც გაერომ ინფორმაცია მიიღო.

პოვერმა ჟურნალისტებს მადაიაში გადაღებული ფოტო აჩვენა და დასძინა, რომ გაეროს ფოტოზე გამოსახული ბავშვის სამედიცინო მიზეზების გამო ქალაქიდან გაყვანა სურდა, თუმცა რეჟიმმა ამის უფლება არ მისცა, რის გამოც 14 წლის ბავშვი ორშაბათს დაიღუპა.

პოვერმა ყველა მხარეს, ვისაც კი სირიის რეჟიმზე გავლენა აქვს სთხოვა ზეწოლა განახორციელოს რათა რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლება გაიცეს.


საკვანძო სიტყვები: #ასადი , #სირია , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები