აზერბაიჯანს პირველი თურქეთმა მიუსამძიმრა

სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე მომხდარი შეტაკების დროს 12 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა

463513
აზერბაიჯანს პირველი თურქეთმა მიუსამძიმრა

სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე მომხდარი შეტაკების დროს 12 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. აზერბაიჯანს მომხდარის შემდეგ პორველი თურქეთმა მიუსამძიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს ტელეფონით დაუკავშირდა და დაღუპული აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გამო თურქი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა რა, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანს ყოველთვის გაუწევს დახმარებას და კონფლიქტის თავიდან ვერ აცილებისთვის აშშ, რუსეთი და საფრანგეთი, რომლებიც მინსკის სამეულში შედიან დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კი ერდოღანს და თურქ ხალხს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. ალიევს ასევე თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმაც დაურეკა და მიუსამძიმრა. დავუთოღლუ-ალიევის სატელეფონო საუბრის დროს ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის პროვოკაციულ ქმედებებს შესაბამისი პასუხი დროულად გაეცა. სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე მომხდარი შეტაკების გამო ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას დაუკავშირდა და დაღუპული აზერბაიჯანელი ჯარისკაცების გამო სამძიმარი გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები