პენტაგონი სირიელი ოპოზიციის სწავლებას ახლიდან დაიწყებს

ადრე დაწყებული ასეთი სწავლება ოქტომბერში შეწყდა

463295
პენტაგონი სირიელი ოპოზიციის სწავლებას ახლიდან დაიწყებს

პენტაგონიდან გავრცელებული ინფორმაციებით, ამერიკა ახლიდან გააგრძელებს სირიაში იმ ზომიერი ოპოზიციური ძალების სწავლა-გამოწვრთნას, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან.

ასეთი პროგრამა ამერიკას სახელწოდებით “ასწავლე და აღჭურვე“ წინა წლებშიც ჰქონდა და მისთვის 500 მილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტიც ჰქონდა გამოყოფილი, მაგრამ, იმის გამო, რომ მასში ზომიერი ოპოზიციის ძალიან მცირე რაოდენობის წარმომადგენელი ჩაერთო, ამიტომაც გასული წლის ოქტომბერში ასეთი სწავლება შეწყვიტეს.

პენტაგონს ამ განცხადებაში არაფერი აქვს ნათქვამი, თუ ეს სწავლება სად დაიწყება და მასში რამდენი კაცი მიიღებს მონაწილეობას



მსგავსი ინფორმაციები