ტერორისტების ბანაკები სირიაში

ტერ-ორგანიზაცია PKK, სარგებლობს რა სირიის შიდა ომის არეულობით, ტერორისტებს წვრთნებს უტარებს PYD-სირიის ჩრდილოეთით გაშენებულ 33 ახალ ბანაკში

453645
ტერორისტების ბანაკები სირიაში

ტერ-ორგანიზაცია PKK, სარგებლობს რა სირიის შიდა ომის არეულობით, ტერორისტებს წვრთნებს უტარებს PYD-სირიის ჩრდილოეთით გაშენებულ 33 ახალ ბანაკში.

PKK/PYD-მ, 2013 წლიდან, როცა მოახდინეს სირიის ჩრდილოეთით, დერიქის, ქამიშლის და დირბასიეს აღება, დაიწყეს კანდილში მოქმედი ბანაკების ამ ადგილებში გადატანა.

ანადოლუს სააგენტოს ჟურნალისტის, უშიშროების წყაროებისგან მიღებული ინფორმაციით, PKK-მ კარგა ხნის მანძილზე კანდილიდან მოახდინა თავის საქმიანობის წარმართვა. ტერ-ორგანიზაციამ, თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, კანდილის მიმდებარე ბანაკებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებში მრავალი დანაკარგი განიცადა. განსაკუთრებით კი, ივნისის თვიდან მოყოლებული.

PKK-ს ე.წ ხელმძღვანელებმაც, დაიწყეს კანდილიდან PYD-ს კონტროლში მყოფ, სირიის ჩრდილოეთის რეგიონებში დასახლება. ისარგებლეს რა, სირიის ქაოსის ატმოსფეროთი, გადაიბარეს PYD-ს იქ არსებული მმართველობაც.

სირიის ჩრდილოეთის სამ რეგიონად გამყოფმა ტერ-ორგანიზაცია PYD-მ, კანტონების ხელმძღვანელად, კვლავ PKK-ს მენეჯერები დანიშნა.



მსგავსი ინფორმაციები