რუსეთი საჭიროების შემთხვევაში რეგიონში სამხედროებს ისევ განალაგებს

რუსეთი სირიაში ასადის მხარდაჭერას ისევ განაგრძობს

452899
რუსეთი საჭიროების შემთხვევაში რეგიონში სამხედროებს ისევ განალაგებს

რუსეთის მხრიდან სირიიდან სამხედრო შენაერთების გამოყვანას შეიძლება სხვა მოულოდნელი ნაბიჯი მოჰყვეს. რუსეთი სირიაში ასადის მხარდაჭერას ისევ განაგრძობს, განაცხადა ვლადიმერ პიტინმა და დასძინა, რომ თუ საჭირო გახდა, რუსეთი რეგიონში თავის სამხედრო შენაერთებს რამოდენიმე საათში ისევ განალაგებს. პუტინმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში ასევე რუსული სამხედრო თვითმფრინავების მხრიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში და სხვა ქალაქებში ჩატარებული ოპერაციებიც შეაქო და აღნიშნა, რომ სირიის ოპერაციები რუსი სამხედროებისთვის კარგი წვრთნის ადგილი იყო. ვლადიმერ პუტინმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში ასევე იმაზეც გაუსვა ხახზი, რომ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 33 მილიარდი რუბლი დაჯარხეს. მისივე თქმით დახარჯული ყველა თანხა საჭიროებისამებრ გამიზნული იყო.

რუსეთმა ორი დღის წინ სირიიდან სამხედროების დიდი ნაწილიუკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #სირია , #მხარდაჭერა

მსგავსი ინფორმაციები