თურქეთისადმი სოლიდარობის აქცია საქართველოში

თურქეთისადმი სოლიდარობის აქცია საქართველოში

451594
თურქეთისადმი სოლიდარობის აქცია საქართველოში

თურქეთისადმი სოლიდარობის აქცია საქართველოში

საქართველოს დედაქალაქ თბილიში სტუდენტებმა თურქეთისადმი სოლიდარობის აქცია გამართეს. აქცია თბილისში ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის წინ გაიმართა და სტუდენტები, რომლებიც საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის დროშებით გამოვიდნენ, ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმეს და თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადეს. საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებმაც თურქეთის საელჩოს მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს, საელჩოს წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტერაქტის შედეგად დაღუპულების სულებს და ყვავილები მიმოაპნიეს. აქციის შემდეგ სტუდენტების სახელით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა გაგა თუთარაშვილმა განაცხადა: "დღევანდელი ჩვენი აქ შეკრების მიზანი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის, თურქეთის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებაა. თურქეთს ახლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოების მხარდაჭერა მართებთ. ტერორიზმს რწმენა და ეროვნება არ გააჩნია. ადამიანური ღირებულებები ყველაზე მაღლა დგას," განაცხადა ტურაშვილმა.



მსგავსი ინფორმაციები