სირიის სამოქალაქო ომიდან ხუთი წელი გავიდა

სირიის სამოქალაქო ომიდან ხუთი წელი გავიდა

451878
სირიის სამოქალაქო ომიდან ხუთი წელი გავიდა

სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომიდან ხუთი წელი გავიდა. 2011 წლის 15 მარტს ანტისამთავრობო აქციებით დაწყებული გამოსვლები შემდეგ რეჟიმის, ოპოზიციონერების, ალ ქაიდას მომხრეების, ტერორგანიზაცია დაიშის და ქურთული დაჯგუფება YPG-ს შორის დაწყებული შეტაკებები სამოქალაქო ომში გადაიზარდა. გაეროს ვარაუდით ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილების რაოდენობა 250 ათასია. მაგრამ სირიის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მიერ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ხუთი წლის განმავლობაში სამოქალაქო ომის შედეგად 470 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხუთ მილიონზე მეტი სირიელი თურქეთის, ლიბიის, ერაყის და სირიის მსგავს ქვეყნებში არიან მიგრაციაში გადასული, ამათგან 2,7 მილიონი კი თურქეთს აფარებს თავს, რითაც იგი ყველაზე მეტი მიგრანტის შემფარველ ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს.

სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელების სია ასე გამოიყურება:

რეჟიმის ძალების მხრიდან მოკლულია 183,014 კაცი, რაც 95,06%-ს შეადგენს.

შეიარაღებული ოპოზიციური ძალები 2846 კაცი, რაც 1.48 %-ს შეადგენს.

გაურკვეველი დაჯგუფებები 2017 კაცი, რაც 1.1%-ს შეადგენს.

დაიში 1989 კაცი, რაც 1.03 %-ს შეადგენს.

აშშ-ს მეთაურობით ჩამოყალიბებული კოალიცია 1989 კაცი, რაც 0.78 %-ს შეადგენს.

რუსული შეიარაღებული ძალები 1507 კაცი, რაც 0.21 %-ს შეადგენს.

ქურთული დაჯგუფება YPG-ს მხრიდან მოკლულები 403 კაცი, რაც 0.18 %-ს შეადგენს.

ელ-ნუსრას ფრონტი 354 კაცი, რაც 0.16 %-ს შეადგენს.

სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე 813 ათასმა მიგრანტმა ევროკავშირის ქვეყნებიდან თავშესაფარი ითხოვა. ათასობით მიგრანტი კიდევ ცდილობს ევროპის ქვეყნებში გადასვლას. ამ ყველაფერმა კი როგორც სირიის საკითხის მოგვარება, ასევე მიგრანტთა საკითხიც, გლობალურ პრობლემად გადააქცია. სირიის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით გარდაცვლილი 470 ათასი ადამიანიდან 400 ათასი თავდასხმების შედეგად, ხოლო 70 ათასი პირველადი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის გამო გარდაიცვალა. ომის შედეგად ასევე 1,9 მილიონი ადამიანი დაიჭრა. სირიის სამოქალაქო ომმა ქვეყანას მილარდობით დოლარის ზარალი მიაყენა.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #სამოქალაქო ომი

მსგავსი ინფორმაციები