აშშ-მ ერაყში პირველად დაბომბა დეაშის ქიმიური იარაღის ბაზები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში პირველად დაბომბა დეაშის ქიმიური იარაღის ბაზები

448650
აშშ-მ ერაყში პირველად დაბომბა დეაშის ქიმიური იარაღის ბაზები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში პირველად დაბომბა დეაშის ქიმიური იარაღის ბაზები.

პენტაგონში გაკეთებული განცხადების თანახმად, საჰაერო ოპერაცია განახორციელეს იმ სამიზნეებზე, რომლებსაც მათი ვარაუდით, დეაში ქიმიური იარაღის დასამზადებლად იყენებს.

აქვე ნათქვამია, რომ ობიექტების არსებობა გასულ თვეში დაკავებული დეაშის ქიმიურ იარაღზე პასუხისმგებელი წევრის, დავუდ ალ-ბაკკარის დაკითხვის დროს შეიტყვეს და იგი დაკითხვის შემდეგ ერაყელ უფლებამოსილებს გადასცეს.

ბაკკარის დაკავებისა და აღნიშნული ბაზების დაბომბვის მიუხედავად, დეაშს ქიმიური იარაღით თავდასხმის უნარი ისევ გააჩნია.

ერაყის თურქმენული ფრონტის ხელმძღვანელის ერშეტ სალიჰის მიერ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჟანსისათვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დეაში სამი დღის წინ დაბა თაზეჰურმატუს თავს ქიმიური იარაღით დაესხა. ტერორისტების მხრიდან ნასროლი ქლორის გაზით 30 ადამიანი დაშავდა.

სალიჰის თქმით, თუ დეაშს თაზეჰურმატუს ახლოს მდებარე სოფლიდან არ გააძევებენ, ტერორის საფრთხე შესაძლოა ქირქუქსაც დაემუქროს.

დაბა თაზეჰურმატუს მოსახლეობამ ერაყის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის ქიმიურ თავდასხმაზე დუმილის შენარჩუნების გასაპროტესტებლად ბაღდათ-ქირქუქის საავტომობილო გზა გადაკეტეს.

საკვანძო სიტყვები: #აშშ , #დეაში , #ქიმიური იარაღი , #ერაყი

მსგავსი ინფორმაციები