საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

448025
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის გაზმომარაგებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საქართველოს მთავრობის მიზანია უზრუნველყოს ქვეყნის უწყვეტი და სტაბილური გაზმომარაგება, რასაცპრობლემაშეექმნაქვეყანაშიგაზრდილიმოხმარების გამო ბოლოპერიოდის განმავლობაში. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულმა ღია და ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა სასურველი შედეგი გამოიღო. ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, გამოინახა დამატებითი საშუალებები საქართველოსთვის ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდებისთვის და დეფიციტის შესავსებად, კარგი პირობებით. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება უკვე შედგა, რაც პირადი ხელმოწერებით დაადასტურეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმაც.

რაც შეეხება კომპანია გაზპრომს, მოლაპარაკებები მასთან მიმდინარეობდა რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელების პირობების შესახებ, რაც ჩვეულებრივად ყოველი წლის ბოლოს ხდება 2004 წლის შემდეგ და აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი მოცულობების შესაძლო შესყიდვაზეც, იმ შემთხვევაში თუ საქართველო სხვა წყაროებიდან ვერ შეძლებდა ზამთრის სეზონზე არსებული დეფიციტის შევსებას.

კომპანია სოკართან მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, აღარ დგას „გაზპრომ ექსპორტი“-დან დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროება. შესაბამისად, ტრანზიტისხელშეკრულების არსებული პირობებით გაგრძელების შესახებაცშედგაშეთანხმებადა ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება. საქართველო სომხეთში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის საფასურს კვლავ ნედლეულის სახით მიიღებს და „გაზპრომ ექსპორტისგან“ დამატებითი მოცულობების შესყიდვის საჭიროების საკითხიც მოხსნილია.

მიღწეულიშეთანხმებების შედეგად, საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები