პუტინმა არ იცის რატომ გარბიან სირიიდან თურქმენები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა რეგიონის უკანასკნელი ვითარების შესახებ

412640
პუტინმა არ იცის რატომ გარბიან სირიიდან თურქმენები

ათასზე მეტი ჟურნალისტის მონაწილეობით ჩატარებულ, ტრადიციულ წლის დასასრულის, პრეს-კონფერენციაზე, რუსეთიპრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა რეგიონის უკანასკნელი ვითარების შესახებ. გამოკვეთა, რომ სირიის შიდა ომს გაქცეული და თურქეთის საზღვარზე თავშეყრილი თურქმენების შესახებ, არ გააჩნია არავითარი ინფორმაცია. საკითხთან დაკავშირებით არც თურქეთს მიუცია მათთვის რაიმე გაფრთხილება.
პუტინის დღის წესრიგში იდგა 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავიც. აღნიშნა, რომ ვერ გაუგია თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთმა, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს მსგავსი მოვლენები, თურქეთისგან მოითხოვა კომპენსაცია და გარანტია. ხსენებულ მოთხოვნას დაუყოვნებელი უარის პასუხი გასცა ანკარამ.
ახლა მთელი ყურადღება გადატანილია ხვალ, ნიუ-ორკში, ჩასატარებელ სირიის შეხვედრისკენ, სადაც, ერთ მაგიდას მიუსხდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები