კოალიცია აგრძელებს DEAŞ-ის წინააღმდეგ ოპერაციებს

აგვისტოს აქეთ 23 ათასი ტერორისტია განადგურებული

396763
კოალიცია აგრძელებს DEAŞ-ის წინააღმდეგ ოპერაციებს



კოალიციის მხრიდან ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციების წარმმართველი შტაბის პრეს წარმომადგენელმა, ამერიკელმა პოლკოვნიკმა სტივ უარენმა გუშინ პრეს კონფერენცია გამართა ბაღდადში და თქვა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვის აქეთ კოალიციის ოპერაციებს ერაყსა და სირიაში 23 ათასი ტერორისტი ემსხვერპლა და აქედან 5 ათასი ერაყში, დანარჩენი სირიაში. 

მისივე თქმით ამჟამად ორივე ქვეყანაში მებრძოლი ისლამური სახელმწიფოს წევრთა რაოდენობა 20-30 ათასს აღწევს.

“კოალიციამ DEAŞ-ის ფინანსური წყაროების გადაკეტვის მიზნით მისი კუთვნილი ტანკერების დაბომბვები დაიწყო და მის ფარგლებში უკვე განადგურებულია 400 ტანკერი“, განაცხადა უარენმა და დაამატა, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ აქტიურ და ეფექტურ მხარდაჭერას უჩენს ანკარა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები